შსს - ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა

ავტორი
Front News საქართველო
ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს პარლამენტთან აქციაზე მივიდა. ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
"ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.
თაგები:
ელინა ვალტონენი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


