შსს-მ აფრიკის დასახლებაში არასრულწლოვანის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფრიკის დასახლებაში არასრულწლოვანის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"მიმდინარე წლის 23 მარტს, აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
გამოძიების დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველების მიერ მოხდა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა. გარდაცვლილი აღმოჩნდა 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი – ს.ც.
გამომდინარე აქედან, გამოძიებაში სპეციალიზებული გამომძიებლები ჩაერთნენ და გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო.
გამოძიებას მონიტორინგს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია გარდაცვლილი არასრულწლოვნის ტანსაცმელი, კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან – მისი ფეხსაცმელები, ხოლო მიმდებარე კორპუსის სახურავიდან – არასრულწლოვნის კუთვნილი ჩანთა.
ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები. გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს