შსს-ს დანაყოფს ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერჟან სადენოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოინახულეს.
დელეგაციის წევრები დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა საჩვენებელი ტაქტიკური წვრთნები, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სცენარის ფარგლებში დანაყოფის მოქმედების ტაქტიკა და პროფესიული შესაძლებლობები.





