შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირების დროს ათი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან, კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ.
ამის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ათი პირი, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადგილზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ლევან ხაბეიშვილის თქმით, პოლიციამ უნდა შეადგინოს ოქმი იმის შესახებ, რომ მას სამართალდამცველებმა კარავი მოპარეს.
მისივე თქმით, აქტივისტებს დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
პარლამენტთან აქტივისტები ამ დრომდე იმყოფებიან.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს