შსს - საქართველომ გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაცია მიიღო

ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, საქართველომ გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (INSARAG) აკრედიტაცია მიიღო და საერთაშორისო სამაშველო ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა.
"INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების შედეგად, საქართველოს მიენიჭა საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრობის სტატუსი, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარულ მისიებში, გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ადგილი გლობალურ სამაშველო სივრცეში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება, საქართველოში ჩატარებულ მასშტაბურ სამდღიან სიმულაციურ სამაშველო მოქმედებების შედეგებს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
სწავლების მთავარი მიზანი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ურბანული საძიებო-სამაშველო ჯგუფის შესაძლებლობების პრაქტიკული შეფასება და მათი INSARAG-ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება.
სწავლების სიმულაციური სცენარი მოიცავდა ურბანულ კატასტროფაზე რეაგირების სხვადასხვა კომპონენტს. პროცესში ჩართულნი იყვნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ურბანული საძიებო-სამაშველო ჯგუფი, ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების (ქბრბ უსაფრთხოების) სპეციალისტები, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მათი ერთობლივი მოქმედებები მიზნად ისახავდა ინტეგრირებული რეაგირების სისტემის ეფექტიანობის პრაქტიკულ შემოწმებას.
სიმულაციური სწავლების მიმდინარეობისას, 4 სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნილი იყო რეალური კატასტროფის იმიტაციის გარემო, სადაც საველე ოპერაციების საკოორდინაციო შტაბები იყო განთავსებული. საერთაშორისო ექსპერტები ადგილზე აკვირდებოდნენ ქართველი მეხანძრე-მაშველების მოქმედებებს - მათ შორის, კოორდინაციის ხარისხს, რეაგირების სისწრაფეს, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ოპერაციული მართვის სისტემას.
სწავლებას ესწრებოდა 15 საერთაშორისო ექსპერტი საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ქართული სამაშველო ჯგუფის პროფესიონალიზმს, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ოპერაციული მართვის ხარისხს.
სწავლების დახურვის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, სადაც სამსახურს ქვეყნის წევრობის სერტიფიკატი ოფიციალურად გადაეცა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
შსს
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


