შსს - სამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია 2 პირი
"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს, საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - ალფა-პვპ, მეფედრონი და "კლეფედრონი”, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ „კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს! დაკავებულია ორი პირი.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 35 გრამამდე ალფა-პვპ, ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“ და 4 ლიტრამდე მეფედრონის სითხე სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260 -ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს – სამართალდამცველები განაგრძობენ ინტენსიურ და სისტემურ ღონისძიებებს ნარკოდამნაშავეების, განსაკუთრებით კი ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და მათი უმკაცრესად დასჯის მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ნარკოტიკული საშუალებები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


