Logo

შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა

სამართალი
245
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება, ასევე, სახელმწიფო უწყებების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები.

მხარეებმა, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების აქტიური ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტებს, კერძოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს, რომელიც საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარედგინება.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: გენერალური პროკურორის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები.

თაგები:

შსს
Advertisement