Logo

შურისძიება 12 წლის შემდეგ - პოკროვსკის მახლობლად, უკრაინელმა მედესანტეებმა ელიტური რუსული ქვედანაყოფი "ოპლოტი" გაანადგურეს

უკრაინა
125
Frontnews image description

პოკროვსკის მახლობლად, 79-ე საჰაერო სადესანტო მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცებმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს დამპყრობლებს, რომლებთანაც მათ ანგარიშები 2014 წლიდან აქვთ გასასწორებელი, - ინფორმაციას ტავრიის 79-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლების დროს მე-5 მოტომსროლელი ბრიგადის "ოპლოტის" მე-2 ბატალიონი სრულად გამოვიდა მწყობრიდან. ოკუპანტების დანაკარგები იმდენად კრიტიკული იყო, რომ რუსული სარდლობა იძულებული გახდა, სასწრაფოდ გაეყვანა ქვედანაყოფის ნარჩენები ფრონტის ხაზებიდან.

"ოპლოტის" ბრიგადას "სიმბოლური" მნიშვნელობა აქვს მედესანტეებისთვის. ეს იგივე დანაყოფია, რომელიც მოკლული ტერორისტული ლიდერის ალექსანდრ ზახარჩენკოს სახელს ატარებს. სწორედ ამ დანაყოფთან აწარმოებდნენ სასტიკ ბრძოლებს 79-ე ბრიგადის "კიბორგები" დონეცკის აეროპორტის დაცვის დროს 2014 წელს.

12 წლის შემდეგ, მედესანტეები კვლავ შეხვდნენ "ოპლოტს" ბრძოლის ველზე - ამჯერად პოკროვსკის მახლობლად და შედეგი ოკუპანტებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

დაზვერვის ცნობით, უკრაინული პოზიციების შტურმის წარუმატებელი მცდელობის დროს განადგურდა აღჭურვილობისა და პერსონალის უმეტესი ნაწილი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები