Logo

"შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის" - აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ პირველი განცხადება გააკეთა

მსოფლიო
144
Frontnews image description

ირანის ახალმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ არჩევის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს და „ამ ბაზებს თავს დაესხმებიან“.

მან ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს, როგორც "მტერზე ზეწოლის საშუალება“.

ხამენეის მტკიცებით, ირანი მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში არსებულ უცხოურ ბაზებს ესხმის თავს და მეზობლებთან მეგობრობის სჯერა.

მან მადლობა გადაუხადა "ირანელ ხალხს, ვინც მტერს დაუპირისპირდა“.

ხამენეიმ დააკონკრეტა, რომ ისინი, ვინც "ომის დროს საყვარელი ადამიანები დაკარგეს", კომპენსაციას მიიღებენ.

"ის, რაც ჩვენთვის ამ ყველა გასაჭირის ატანას აადვილებს, არის ღვთის მადლის ნდობა და იმის ცოდნა, რომ მოთმინება ყველაფერს დაგვაძლევინებს. გარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის", – განაცხადა აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ.

თაგები:

ირანი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები