შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა


ავტორი
Front News საქართველო
შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალურად შეუერთდა – ის ნატოს 32-ე წევრი გახდა.
შესაბამისი პროტოკოლი უკვე გამოქვეყნდა.
ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაზე შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია ორშაბათს, 11 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი მიიღებს.
შვედეთმა ფინეთთან ერთად ნატოში გაწევრიანება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოითხოვა, თუმცა თურქეთი და უნგრეთი შვედეთის გაწევრიანებას დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ.
მოგვიანებით ანკარამ თანხმობა განაცხადა, უნგრეთი კი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც განაცხადის რატიფიცირებას კიდევ დიდხანს არ ახდენდა. საბოლოოდ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა რატიფიცირება მაინც მოახდინა, 5 მარტს კი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს