შვედეთი ნატოს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება


ავტორი
Front News საქართველო
11 მარტს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შვედეთის დროშა აღიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედეთი ალიანსის წევრი ოფიციალურად გახდება.
TV4 Nyheterna-ს ინფორმაციით, ამ დღეს ბრიუსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები ჩავლენ.
“მოწვეული იქნებიან ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები და დაიგეგმება ცერემონიები. ასევე გაიმართება პრესკონფერენციები შვედეთის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით”, – წერს გამოცემა.
შვედეთმა ფინეთთან ერთად ნატოში გაწევრიანება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოითხოვა, თუმცა თურქეთი და უნგრეთი შვედეთის გაწევრიანებას დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით ანკარამ თანხმობა განაცხადა, უნგრეთი კი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც განაცხადის რატიფიცირებას კიდევ დიდხანს არ ახდენდა. საბოლოოდ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა რატიფიცირება მაინც მოახდინა, 5 მარტს კი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა.
თაგები:
შვედეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს