Logo

სიბიგა - უნგრული მანერით გიპასუხებთ, თქვენ არ უნდა უთხრათ უკრაინის პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს ან თქვას და როდის, ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის

უკრაინა
171
Frontnews image description

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში უნგრელი კოლეგის პიტერ სიარტოს განცხადებას გამოეხმაურა.

"უნგრული მანერით გიპასუხებთ. თქვენ არ უნდა უთხრათ უკრაინის პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს ან თქვას და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის. უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია. დივერსიფიკაცია მოახდინეთ და რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდით, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა“, – წერს სიბიგა.

პიტერ სიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა და მოუწოდა ზელენსკის, შეწყვიტოს მუქარა.

Advertisement