Logo

სიბიგა - ვაშინგტონი უკრაინისთვის შეძენილი ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას არ გეგმავს

უკრაინა
57
Frontnews image description

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაარწმუნა, რომ ვაშინგტონი არ გეგმავს უკრაინისთვის შეძენილი ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას.

მისი თქმით, 27 მარტს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ PURL-ის პროგრამის ფარგლებში, უკრაინისთვის შეძენილი იარაღის ახლო აღმოსავლეთისთვის მიწოდებას არ აპირებს.

"სახელმწიფო მდივან რუბიოს დონეზე ითქვა, რომ ამ პროგრამიდან ან იმ ფონდებიდან, იმ აღჭურვილობიდან, რომელიც უკრაინისთვისაა განკუთვნილი, სხვა გეოგრაფიულ კუთხეებში არაფერი გადამისამართებულა. ამჟამად მათი გადამისამართების შესახებ გეგმები არ არსებობს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, უკრაინამ PURL-ის პროგრამაში წვლილის შეტანის შესახებ სხვა ქვეყნისგან მიიღო გარანტიები, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. სიბიგამ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ პროგრამა ფუნქციონირებას განაგრძობს.

„ეს ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მუშაობს და გააგრძელებს განვითარებას. ეს არის ერთადერთი შესაძლო ინსტრუმენტი ჩვენი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად“, – განაცხადა სიბიგამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები