სიღნაღში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში, ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





