სიკორსკი – ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს

ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.
“საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და შედეგებს არ აღიარებს.
თაგები:
რადოსლავ სიკორსკი




