სიკორსკი – რუსეთი არ არის დაუმარცხებელი, შეიძლება კრემლის შეჩერება და დამარცხებაც


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დაუმარცხებელი არ არის.
“პუტინი მოიგებს ამ ომს, თუ ჩვენ არ შევაჩერებთ მას. დასავლეთს შეუძლია ამის გაკეთება. მისი გიჟური პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთი არ არის დაუმარცხებელი. მან წააგო რამდენიმე ომი. შეიძლება კრემლის შეჩერება და დამარცხებაც – ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ ეს. რონალდ რეიგანმა თქვა, რომ მისი სტრატეგია საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით მარტივია: “ჩვენ ვიგებთ და ისინი მარცხდებიან“. მომწონს ეს მიდგომა“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, პუტინი ნანობს საბჭოთა კავშირის დაშლას და ახლა მატჩ-რევანში სურს.
“ჩვენი ამოცანაა ავიცილოთ უფრო ფართო კონფლიქტი, მაგრამ ასევე გავიმარჯვოთ. ერთად, როგორც დემოკრატიების საერთაშორისო ალიანსის ნაწილს, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება”, – განაცხადა სიკორსკიმ.
თაგები:
რადოსლავ სიკორსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს