სიმონ გულედანი - წარვადგინეთ ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას უკვე წარუდგინა.
გულედანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები პირველივე ტურში მოიპოვებენ გამარჯვებას.
"დაიწყო საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები და ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
რა თქმა უნდა, ყველა მათგანს მინდა წარმატება ვუსურვო. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში.“ - განაცხადა სიმონ გულედანმა.
"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები შიდა ქართლში არიან: გორი - კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელი - ზაზა გულიაშვილი, კასპი - ვახტანგ მაისურაძე, ხაშური - პაატა ჩადუნელი.
თაგები:
სიმონ გულედანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს