სიმონ ჯანაშია - შეუძლებელია ეს გადაწყვეტილება უკან არ წაიღონ

ავტორი
Front News საქართველო
რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს, ამას გააჩერებს ან სხვადასხვა უნივერსიტეტების სოლიდარობა ან საზოგადოების სოლიდარობა, - ამის შესახებ განათლების სფეროს ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც სამიზნეა, ისევე როგორც სხვა.
"ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს. ამას გააჩერებს ან სხვადასხვა უნივერსიტეტების სოლიდარობა ან საზოგადოების სოლიდარობა, სტუ-სა და თსუ-ს მიმართ. შეუძლებელია ეს გადაწყვეტილება უკან არ წაიღონ, რადგან თუ არავინ არ არის თანახმა, მაშინ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების განხორციელება.
რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეს უნივერსიტეტიც სამიზნეა, ისევე როგორც სხვა", - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
თაგები:
სიმონ ჯანაშია




