Logo

“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ონლაინ მედიის მხარდამჭერი მარში თბილისში

საზოგადოება
99
Frontnews image description

“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - თბილისში ონლაინ მედიის მხარდამჭერი მარში იმართება.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ანთებული ფანრებით მივლენ პარლამენტთან. მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.

პარლამენტის შენობასთან მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელზეც ონლაინ მედიის ჟურნალისტების მიერ გაშუქებული მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება ასახული.

13 აგვისტოს, 22-მა დამოუკიდებელმა ონლაინ გამოცემამ ერთობლივი კამპანია – “სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ დაიწყო, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად, რომ დამოუკიდებელ ონლაინ მედიას გაქრობა ემუქრება, ამ დღეს 22 მედიის ვებგვერდი დროებით, სიმბოლურად გაითიშა. დამოუკიდებელი მედიის დასაცავად გაერთიანების მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმაც – sinatle.media, საიდანაც 22 დამოუკიდებელი მედია გამოცემის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით არის შესაძლებელი.

Advertisement