Logo

სირსკი - ჩვენ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, საუკეთესო გარანტი ჯარია

უკრაინა
272
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინელებს 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს მიმართა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის საუკეთესო გარანტი არმიაა.

მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინელები დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდამეოთხე წლისთავს მარადიულ მტერთან ბრძოლაში აღნიშნავენ.

"ჩვენ მეთორმეტე წელია ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. მეოთხე წელია, სრულმასშტაბიან შემოჭრას ვიგერიებთ. უკრაინელი ხალხი არასდროს დანებდება და არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა სირსკიმ.

სირსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები აგრძელებენ იმ გმირების დიდ საქმეს, რომლებმაც დამოუკიდებელი უკრაინა ოფლითა და სისხლით დაიმსახურეს. როგორც მთავარსარდალმა აღნიშნა, ისტორია ადასტურებს: დამოუკიდებლობა ძლიერების საქმეა.

მთავარსარდალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნამდვილი დამოუკიდებლობა შეუძლებელია ძლიერი და თანამედროვე არმიის გარეშე.

"ხალხის თავისუფლების უფლებისთვის ჩვენი არმია ყველაზე მაღალ ფასს იხდის. ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული“, - აღნიშნა მან.

სირსკიმ მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს და ყველას, ვინც იარაღით ხელში იბრძვის თავისუფლებისთვის და ანადგურებს მტერს, ასევე აძლიერებს თავდაცვას და მხარს უჭერს არმიას.

"დარწმუნებული ვარ: ჩვენ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას. მისი საუკეთესო გარანტი ჩვენი არმიაა - ყველა მამაცი ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

Advertisement