Logo

სირსკი - ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების მეოთხედი უკრაინული შეტევებია

უკრაინა
406
Frontnews image description

ფრონტზე საბრძოლო შეტაკებების დაახლოებით მეოთხედი უკრაინული დანაყოფების შეტევით ქმედებებს მოიცავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები აქტიურად ატარებენ შეტევით და კონტრშეტევით ოპერაციებს.

"მათი მიზანია მტერი მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყოს, დანაკარგები მიაყენოს და არ მისცეს წინსვლის საშუალება", - აღნიშნა მან.

სირსკის თქმით, ასეთი ტაქტიკა შედეგს იძლევა, რადგან "იანვარში მტერმა ვერ მიაღწია რაიმე მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას".

გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 5 თებერვალს, ფრონტზე 152 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. ყველაზე დაძაბული კვლავ გულიაიპოლეს და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვითი ხაზებია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები