სირსკი - ყველაზე სასტიკი ბრძოლები შვიდ ქალაქთან მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
ფრონტზე ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების შვიდი ქალაქის მახლობლად გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
სირსკი სოციალურ ქსელში საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსთან ფაბიენ მანდონთან საუბრის შესახებ წერს, რომელსაც საბრძოლო ზონებში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"ფრონტის ხაზზე სიტუაცია კვლავ რთულია. ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანის, სევერსკის, კოსტიანტინოვკას, პოკროვსკის, მირნოგრადის და ჰულიაიპოლეს რაიონებში“, - განაცხადა სირსკიმ.
მთავარსარდალმა ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითად საჭიროებებზე, რაც მოიცავს Mirage-ის პილოტების მომზადებას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა საკითხებს.
უკრაინის სამხრეთით ვითარება ბოლო პერიოდში დაიძაბა. დღეს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონს ეწვია, სადაც თავდაცვის ძალების როვნოპოლიდან გასვლის შემდეგ სარდლობასთან შეხვედრა გამართა.
გარდა ამისა, ცალკე განიხილეს სტეპნოგორსკის სექტორის გაძლიერება და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ვიზიტის შემდეგ ზელენსკიმ უმაღლესი სარდლობის სხდომა დააანონსა, რომელზეც, სავარაუდოდ, ზაპოროჟიესა და რეგიონის დაცვის ზომების განსაზღვრა მოხდება.
მძიმე მდგომარეობაა დონეცკის ოლქის პოკროვსკშიც. ცოტა ხნის წინ, რუსებმა მსუბუქი ტექნიკით სცადეს ქალაქში კოლონით შესვლა და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მტერი ნადგურდება როგორც ქალაქში, ასევე მის მისადგომებთან.
თაგები:
ალექსანდრ სირსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


