Logo

სირსკი - უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში დაახლოებით 90 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს

უკრაინა
399
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში დაახლოებით 90 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

"2025 წლის აპრილში რუსეთის ნაწილებმა, ეს კი დაახლოებით 60 ათასი ადამიანია, მიიღეს დავალება, გადაინაცვლონ საბრძოლო მოქმედებების ახალ მიმართულებებზე და შეავსონ რუსეთის არმიის შეტევითი ჯგუფები პოკროვსკის, ტორეცკის, ლიმანის, ზაპოროჟიეს მიმართულებით. თუმცა რუსეთის კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში ჩვენმა აქტიურმა ქმედებებმა ჩაშალა ეს გეგმები. უკრაინის არმია აკონტროლებს რუსეთის კურსკის ოლქის, გლუშკოვის რაიონის დაახლოებით 90 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას და ეს არის ჩვენი ქმედებები მოწინააღმდეგის შესაძლო შეტევაზე საპასუხოდ“, –განაცხადა სირსკიმ.

მთავარსარდლის თქმით, რუსეთის ერთი ბრიგადა, რომელიც უკვე მიემართებოდა პოკროვსკისკენ, კვლავ კურსკში დაბრუნდა და ახლა გლუშკოვსკის რაიონში საბრძოლო მოქმედებებს დაახლოებით 10 ათასი რუსი სამხედრო აწარმოებს.

Advertisement