“სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ასე ღიად ვაჭრობს”


ავტორი
Front News საქართველო
"რომ გადაიფიქროს?" – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით წამოყენებულ პირობებს. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება ვაჭრობა და შანტაჟია.
"არასერიოზულია ხომ ასეთი ლაპარაკი? უბრალოდ, ძალიან უხერხულია, როდესაც პრეზიდენტი ასეთი კრიტერიუმებით ლაპარაკობს. "ქართული ოცნების" დანამატად ჩამოყალიბდა. არც მიკვირს, მას სავარძელი უბრალოდ უყიდეს და მან ეს ვალი უნდა გაისტუმროს. უბრალოდ სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ასე ღიად ვაჭრობს. ეს არის ვაჭრობა და შანტაჟი", – განაცხადა ბურჯანაძემ.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ "პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს