Logo

“სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი”

საზოგადოება
322
Frontnews image description

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, "N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა".

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან როგორც ირკვევა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. 

ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. 

პენიტენციური სამსახური კი მიმართავს პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას", – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
 

თაგები:

Advertisement