Logo

“სიტუაციიდან გამოსავლად ვადამდელი არჩევნები და მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა უნდა მიიჩნეოდეს”

საზოგადოება
686
Frontnews image description

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, გამოსავლისა და კომპრომისის ძებნის ნაცვლად, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, – ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს შეუძლია იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, თუმცა, ამის ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეულ მართლმსაჯულებას უბრუნდება. სიტუაციიდან გამოსავლად ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა უნდა მიიჩნეოდეს", – აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

Advertisement