სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქციას სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის გატაცების ადგილზე გამართავს და ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვს.
ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გახელაძესთან ერთად, ცხინვალში ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩებიან გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი და რამაზ ბეღელური, ხოლო სოხუმში ირაკლი ბებუა. დღევანდელ აქციაზე მათაც მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს