Logo

სკიბიცკი – ვფიქრობ, გაზაფხულზე მზად ვიქნებით კონტრშეტევისთვის

უკრაინა
1094
Frontnews image description

ვფიქრობ, ჩვენ გაზაფხულზე მზად ვიქნებით კონტრშეტევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, კონტრშეტევის კონკრეტული დრო დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის დასავლური იარაღის მიწოდებაზე.

 

სკიბიცკიმ ასევე არ გამორიცხა, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, ბელგოროდის რეგიონში შეიარაღების საცავებს დაარტყას.

 

“უკრაინაზე თავდასხმები იქიდან დაიწყება. ეს საფრთხეს უქმნის, მაგალითად, ხარკოვს”, – განაცხადა მან.

 

დაზვერვის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრშეტევის მიზანია “უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება“.

 

“ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანას 1991 წლის საზღვრებში აღვადგენთ“, – აღნიშნა მან.

თაგები:

უკრაინა
Advertisement