Logo

SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 4 თებერვლიდან განაახლებს

საზოგადოება
26.01.2021 / 20:04
1325
Frontnews image description

4 თებერვლიდან SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ფრენები ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

აღნიშნული რეისებით ასევე შესაძლებელია ტრანზიტული ბილეთების შეძენაც იმ მიმართულებით, სადაც SkyUp Airlines-ი ასრულებს ფრენებს.

ამასთან, უკრაინის საზღვრის კვეთისთვის აუცილებელია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისის წარდგენა.

თაგები:

Advertisement