Logo

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პოლიტიკა
182
Frontnews image description

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილს და საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს რიხარდ რაშის.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ვიზიტი ბრატისლავაში 3 აპრილს დასრულდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები