სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე - ხალხს დავპირდით რეფერენდუმს ნატოდან გასვლის შესახებ და ამ რეფერენდუმს ჩავატარებთ

ავტორი
Front News საქართველო
სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „პრავდას“ ლიდერმა ზორან სტევანოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნატოდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.
მისი თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი, „პროსლოვენიური“ პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რომლებიც ლიუბლიანას ინტერესებს მოემსახურება.
"მე არ მაქვს პრორუსული შეხედულებები, მხოლოდ პროუსლოვენიური. ჩვენ ვამბობთ, რომ სლოვენია უნდა ატარებდეს დამოუკიდებელ, სუვერენულ პოლიტიკას. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით უცხოურ სამხედრო და დიპლომატიურ დავებში ჩარევას, რადგან სლოვენია ამისგან არასოდეს მიიღებს სარგებელს. ხალხს დავპირდით რეფერენდუმს ნატოდან გასვლის შესახებ და ამ რეფერენდუმს ჩავატარებთ“, – განაცხადა სტევანოვიჩმა.
სტევანოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს "მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით დიდ ქვეყნებთან“. მისივე თქმით, ეს არასოდეს უნდა ნიშნავდეს ქვეშევრდომობას.
"კარგი ურთიერთობები ყველასთან, მაგრამ სლოვენიის ინტერესებში“, – აღნიშნა სლოვენიის პარლამენტის სპიკერმა.
სტევანოვიჩი სლოვენიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე გასულ კვირას გახდა.





