SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ

ავტორი
Front News საქართველო
SOLO, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Hills-თან პარტნიორობით, სპეციალურ ღონისძიებებს მართავს.
1 ივნისს, 15:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ, შეიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ღონისძიების ფარგლებში დაგხვდებათ:
შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად შექმნან ფერადი ნამუშევრები
ფრანების ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები საკუთარი ხელით ააწყობენ, გააფერადებენ და ერთად ააფრენენ ფრანებს
საპნის ბუშტების ვორქშოპი, რომელიც ვიზიტორებს გიგანტური და ფერადი საპნის ბუშტების შექმნის სივრცეს სთავაზობს
ეზოს თამაშების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გუნდური თამაშები ღია ცის ქვეშ მთელი ოჯახისთვის
სათავგადასავლო აქტივობები - კვადროციკლები, ბაგები და სხვა გასართობი ბავშვებისა და მშობლებისთვის
საავიაციო კუთხე, სადაც დაგხვდებათ შემეცნებითი აქტივობები პატარა ავიატორებისთვის
ინტერაქციული საოჯახო აქტივობები, რომელიც მოიცავს სპეციალურად ოჯახებისთვის შექმნილ პროგრამასა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს
ასევე, დაგხვდებათ ნაყინის კუთხე, ფუდ-კორტი და სპეციალური პიკნიკ-მენიუ ყველა ასაკის სტუმრისთვის
შეთავაზებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)
თაგები:
ბავშვთა საერთაშორისო დღე




