Logo

SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

Frontnews image description

1 მაისს SOLO- მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესენი არიან:

ბექა გოჩიაშვილი – პიანო;
ლუკა თოფურია – კლავიში;
ლევან დეისაძე – ბასი.
სოსო ცაგარეიშვილი – დრამი;

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SOLO და MasterCard Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ მუდმივი, 20%-იანი ფასდაკლებით როგორც ჯაზკლუბის ბილეთებზე, ასევე ბარში.

Jazz Club 1984-ში ლაივ პერფომანსები რეგულარულად, ყოველდღე სრულდება და ის ყოველ საღამოს 21:00 საათზე იწყება.  მსმენელის წინაშე  კი სხვადასხვა დროს წარდგებიან:

ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection;
კახა ჯაგაშვილის კვინტეტი;
ლუკა თოფურიას კვარტეტი;
კემოს კვარტეტი;
ხატია ქორიძის კვარტეტი;
გიგი ცინცაძის ტრიო;
გია რაქვიაშვილის კვარტეტი;
ზურა რამიშვილის ტრიო;
რეზო კიკნაძის კვინტეტი.

1 მაისის საღამოზე  დასასწრებად ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე

(R)

თაგები:

სოლო
Advertisement