სომხეთის რესპუბლიკის შს მინისტრი, დელეგაციასთან ერთად საქართველოს შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მომსახურების სააგენტოს ეწვია.
"საპატრულო პოლიციაში ვიზიტისას, დელეგაციის წევრებმა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ერთიანი მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები, ასევე, იმყოფებოდნენ მომსახურების სააგენტოში, სადაც არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს.
დელეგაციის წევრები დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდნენ. სტუმრები მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს არსებული სერვისების შესახებ.
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
არპინე სარგსიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს