სომხეთის ცესკოს ინფორმაციით, 14:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 33,84% შეადგინა

ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ორი საათისთვის 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 8%-ით მეტია.
არჩევნებში ხმა უკვე მისცა 847 226-მა ადამიანმა.
სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2.5 მილიონამდე რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.





