სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა

ავტორი
Front News საქართველო
17:00 საათის მონაცემებით, ხმის მიცემის დასრულებამდე სამი საათით ადრე, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 48,92% შეადგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ჟირაირ კარაპეტიანის თქმით, ამ დროისთვის 1,224,957 ამომრჩეველმა მისცა ხმა.
წინა არჩევნებზე ამ დროისთვის აქტივობა 38,52% იყო.
სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2.5 მილიონამდე რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.





