
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნული პარკამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჯერად ერგეტის ცენტრიდან დიდგვიმარას უბნამდე გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზა, რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყობა, გზასთან ერთად მოხდება სანიაღვრე არხების მოწყობაც.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
თაგები:
ზუგდიდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს