სოფელ ღოუბანში 70 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის, სოფელ ორბეთსა და ვაშლოვანში კი 75 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში 70 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის, ხოლო სოფელ ორბეთსა და ვაშლოვანში 75 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ღოუბანში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ სკოლას ექნება ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორია, რაც მოზარდებს პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს. გათვალისწინებულია, ასევე, ბიბლიოთეკის, სპორტული დარბაზისა და ღია მოედნების მოწყობა.
სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება. პროექტის ღირებულება 4.3 მილიონ ლარს შეადგენს.
სოფელ ორბეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის შენობაში მოეწყობა სკოლამდელი განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. სასწავლო ოთახების გარდა, მოეწყობა საძინებლები, ადმინისტრაციული და სამზარეულოს ოთახები, შიდა და გარე სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონა.
სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიკა კობახიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
თაგები:
თეთრიწყარო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს