Logo

სოფელ კაბალში შუახნის მამაკაცი მოკლეს

სამართალი
212
Frontnews image description

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუახნის მამაკაცი მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ ხორცის მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მისი მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თაგები:

მკვლელობა
Advertisement