Logo

სოფელ ხეთაში ძლიერის ქარის გამო ხე წაიქცა, რომელიც ავტობუსს დაეცა

შემთხვევა
1199
Frontnews image description

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა.

 

შემთხვევა თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალზე მოხდა.

 

მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აქვს, მგზავრები არ დაშავებულან.

 

ავტობუსის მძღოლის თქმით, შენიშნა, რომ მანქანას ხე ეცემოდა და მაქსიმალურად შეანელა სიჩქარე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხე ავტობუსს შუაში დაეცემოდა.

თაგები:

სამეგრელო
Advertisement