სოფელ ქვედა სიმონეთში მზის სისტემის ელექტროსადგური მოეწყო


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მზის სისტემის ელექტროსადგური მოეწყო.
მზის სისტემის ახალი ელექტროსადგური მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივმა მეწარმე ჯუმბერ ქოჩიაშვილმა 500 კილოვატ/ საათიანი სიმძლავრის ელექტროსადგური, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით დაამონტაჟა და იგი ყოველწლიურად 800 ათას კილოვატაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მეწარმე, კიდევ უფრო მეტი ენერგიის გამომუშავების მიზნით ელექტროსადგურის გაფართოებას გეგმავს. ამ ეტაპისთვის მზის ელექტროსადგურიდან ელექტროენერგია კასპში არსებულ შპს "ნოსტეს" მიეწოდება.
რეგიონებში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი