
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენის ახლად რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა, – ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
“ახალი საექიმო ამბულატორიის რეაბილიტირება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდა.
მისი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა კი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ორგანიზაცია “ელ დი ეს ჩერეთის” და საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობით მოხდა.
ნარაზენის ამბულატორიამ საჩუქრად კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია ასევე აღიჭურვა ელექტროფორეზის აპარატურატურით.
ამბულატორიის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მამუკა ცოტნიაშვილთან და ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად დაესწრო.
აქამდე ნარაზენის სოფელს ამბულატორიას საკუთარი შენობა არ ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულება ყოფილი სკოლის ავარიულ შენობაში იყო განთავსებული“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ზუგდიდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს