სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს


ავტორი
Front News საქართველო
ლაგოდეხში, სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ხელისა და ფეხის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს