სოფელ სართიჭალაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ


ავტორი
Front News საქართველო
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სართიჭალაში, ყოფილი სამხედრო ქალაქის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ხარების დღესასწაული მიულოცა და სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ.
ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით და კომპანია "გაგრა+“-სა და "ბარამბოს" მხარდაჭერით განხორციელდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს