Logo

სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა 100-მდე ოჯახი დააზარალა

საზოგადოება
413
Frontnews image description

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ძლიერმა ქარმა 100-მდე ოჯახი დააზარალა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია სათბურები, სადაც მოსახლეობას მოსავალი მოჰყავდა. ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.

მსგავსი სიძლიერის სტიქია, ბოლო წლების განმავლობაში, ადგილობრივებს არ ახსოვთ. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

"ძლიერი ქარი იყო, დაგვიზიანა სათბურები, ზოგი ისეა დამტვრეული, ვერაფერში ვერ გამოვიყენებთ. ცელოფნები არც ერთს აღარ აფარია. რომ ვიყიდოთ, 2000 ლარი მაინც დასჭირდება სულ მცირე. ძველი რაღაცები მოვძებნეთ ახლა და ვაფარებთ იმას. ასე გვემართება ყოველთვის და ჩვენი დამხმარე კაციშვილი არ არის. მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაეცნენ ვითარებას, ვნახოთ რა იქნება"-აცხადებენ ადგილობრივები.

თაგები:

Advertisement