სოფელ ტიმოთესუბნიდან დიდი და პატარა მიტარბის გავლით დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნიდან დიდი და პატარა მიტარბის გავლით დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (I ეტაპი) დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 2,7 კმ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება, ასევე განხორციელდება სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების და მთის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 1 321 920 შეადგენს.
თაგები:
ბორჯომი




