სოფელ ვეჯინში მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა


ავტორი
Front News საქართველო
გურჯაანის სოფელ ვეჯინში მკვლელობაში ბრალდებული კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად სახლის ორივე სართული განადგურდა.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი გვიან ღამით შენიშნეს და შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს.
მათივე თქმით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, რადგან მკვლელობის შემდეგ გაბიტაშვილის ოჯახი სახლში აღარ გამოჩენილა.
უკავშირდება თუ არა მომხდარი რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობას, გამოძიება დაადგენს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
4 სექტემბერს 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა თანასოფლელი, 35 წლის ბექა ჯანიაშვილი მოკლა. იმავე დღეს სოფელში გაბიტაშვილის კუთვნილი ფერმა დაიწვა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს