Logo

სოფო ჯაფარიძე - დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი, ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი

პოლიტიკა
494
Frontnews image description

“დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი, ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი, საქართველო გათავისუფლდება რუსებისგან და ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

“ძალიან მიჭირს საუბარი, პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, გიორგი ახობაძე არის თავისუფალი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დღეს შემეძლო ეს სიტყვები მეთქვა. მისმა გაუტეხელობამ, პრინციპულმა ბრძოლამ, თავდადებამ, ყველა ჩვენი რეჟიმის ტყვის სიმტკიცემ მოიტანა დღევანდელი დღე. იმის მიუხედავად, რომ დღეს მზია გამოგვტაცეს ხელიდან, ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ მზია და თითოეული სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი. რეჟიმმა დაიხია უკან, რეჟიმს დაახევინა უკან თავისუფლებისთვის მებრძოლმა ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ვარ და სულ ვამბობ ამ სიტყვებს - გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი და მჯერა, ერთი წუთიც ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ აუცილებლად ამ პრინციპულ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე. ცხელი ზაფხული, ცხელი სექტემბერი გველის, მაგრამ აუცილებლად ეს ყველაფერი დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. მოკითხვა თითოეული რეჟიმის პატიმრებს, თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს, ჩვენ თქვენთან ვართ, ძალიან მალე უკვე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება რუსებისგან და დაუბრუნდება ევროპულ გზას. ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი, ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

Advertisement