Logo

სოფო ჯაფარიძე - რეჟიმი არის სრულ პანიკაში, ზუსტად იციან, რომ დასრულებული არიან

პოლიტიკა
78
Frontnews image description

“რეჟიმი არის შეშინებული, სრულ პანიკაში. ხალხი გაერთიანებული ერთი იდეის გარშემო - ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა და ზუსტად იციან, რომ ისინი დასრულებული არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

“ივანიშვილის რეჟიმი არის შეშინებული, არის სრულ პანიკაში, სრულ ისტერიკაში, რადგან ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ დიახ, ამ იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა ჰქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. მათ ზუსტად იციან, რომ ისინი დასრულებული არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე.

მეგობრებო არ შეშინდეთ, არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ უკომპრომისოდ. დღეს ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე და რაც მთავარია ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ყველას მოგმართავთ, გამაგრდით პოლიტიკურო ტყვეებო, ლევან, მურთაზ და თითოეულ სინდისის პატიმარს მივმართავ, რომ არცერთი წამით არ დავიხევთ უკან, ვართ თქვენს გვერდით, ვართ ისეთი ძლიერები როგორიც არასოდეს და დღესაც, ხვალაც, ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში, უნდა ვიყოთ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები და 4 ოქტომბერს, კულმინაციურ დღეს გავაფორმებთ იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

Advertisement