Logo

სოფო ჯაფარიძე – უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ გვიცავს

პოლიტიკა
17.07.2021 / 12:09
468
Frontnews image description

საქართველოში გაუარესეულ ეპიდვითარებაზე ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სოფო ჯაფარიძე საუბრობს. 

 

მისი განცხადებით, ქვეყანაში ამ კუთხით სრული ქაოსია შექმნილი და სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ გვიცავს, ამიტომ, ჩვენ, მოქალაქეებმა ერთმანეთი უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. 

 

“ეპიდვითარება დღეს საქართველოში არის ჩიხში. კატასტროფულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ლეტალობა. ყველაზე დიდი ტრაგედია რაც არის და ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის, ეს არის ბავშვთა ინფიცირება ასე გლობალურად. სრული ქაოსია. არაფრის იმედი აღარ მაქვს სამწუხაროდ, ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დავიცვათ ერთმანეთი იმ რეგულაციებით და იგივე ნიღბის ტარებით. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ სამწუხაროდ, რეალობა არის ის, რომ ჩვენ სახელმწიფო ვერ გვიცავს”, – აცხადებს ჯაფარიძე. 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 808  ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  361 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22  გარდაიცვალა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები